Tbilotel
Business & Leisure
ჩვენი სასტუმრო მდებარეობს თბილისის ცენტრალურ ნაწილში, მხოლოდ სამასი მეტრის დაშორებით ქალაქის მერიის ადმინისტრაციული შენობიდან.

ჩვენი სასტუმროს ტრადიციები სათავეს იღებს 2000 წლიდან და ორიენტირებულია სერვისის დახვეწასა და სრულყოფაზე.
„თბილოტელი" წარმოადგენს მაღალი კლასის სასტუმროს ყურადღებიანი პერსონალითა და საუკეთესო, 24 საათიანი სერვისით.

47 კომფორტული ნომერი, მათ შორის სტანდარტული, ნახევრადლუქსის და ლუქსის ტიპის, სატელიტური ტელევიზიით უკაბელო ინტერნეტითა და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით, ქმნის სასტუმროს მომხიბვლელს როგორც საქმიანი, ასევე ტურისტული ვიზიტებისათვის.

სასტუმრო ასევე გთავაზობთ საკონფერენციო დარბაზს 40კაცზე, იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას საქმიანი შეხვედრების გასამართავად. სასტუმროს ასევე გააჩნია შეხვედრების ოთახი 10 კაცზე , რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო საოფისე ტექნიკით.

„თბილოტელი" სტუმრებს სთავაზობს მდიდარ საუზმეს. ასევე წინასწარი შეკვეთით შეგიძლიათ მიირთვათ ქართულ-ევროპილი კერძები და საუკეთესო ქართული ღვინოები.

 
სასადილო და მდიდარი საუზმე
შვედური სტილის საუზმე ვეგეტარიანული ვარიანტებით
„თბილოტელი" სტუმრებს სთავაზობს მდიდარ საუზმეს. 
ასევე წინასწარი შეკვეთით შეგიძლიათ მიირთვათ ქართულ-ევროპილი კერძები და საუკეთესო ქართული ღვინოები.
საკონფერენციო დარბაზი
თანამედროვე, ახალი, ნათელი
სასტუმრო გთავაზობთ თანამედროვე საკონფერენციო დარბაზს 40 ადამიანზე, სხვადასხვა შეხვედრებისა და კონფერენციების მოწყობისთვის, ასევე ტრენინგებისთვის.
ეზოს კაფე
მყუდრო ყვავილების კაფე
თბილოტელი გთავაზობთ მყუდრო პატარა კაფეს განთავსებულ სასტუმროს ყვავილების ბაღში,
ასევე ამავე კაფეში შეგიძლიათ მიირთვათ ქართულ-ევროპული კერძები და საუკეთესო ქართული ღვინოები.